Sunday, November 29, 2009

Thursday, October 15, 2009

პროექტის დაგეგმვა

იხილეთ

პროექტის აღწერა

სასწავლო პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები საპროექტო თემად ირჩევენ ,,საქართველოს ისტორიულ კუთხეებს” პროექტის შესადგენად აყალიბებენ შეკითხვებს. Qმნიან ასოციაციურ რუკას ( საქ-ოს დასახასიათებლად). შეკითხვები:1. საქართველოს ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა რომელია?2. რომელია კახეთის დიდი მდინარე?3. რომელია თრიალეთის ქედის ყველაზე მაღალი მთა?4. ჩამოთვალეთ ჰორიზონტის მხარეები?5. რომელია ისტორიული ძეგლი ქვემო ქართლში,სადაც აღმოჩენილია ასომთავრული წარწერა?

Mოსწავლეები იყოფიან საპროექტო ჯგუფებად, აირჩევენ საპროექტოდ ოთხ კუთხეს-კახეთს,იმერეთს, სამეგრელოს და ტუშ-ფშავ-ხევსურეთს. ჯგუფებში ახდენენ პროექტის გეგმის შემუშავებას. Mოსწავლების თითოეული ჯგუფი იმაწილებს მოვალეობებს თუ ვინ რას აკეთებს.Aამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ პროდუქტის მომზადებას.ეცნობიან დაწვრილებით საქართველოს ისტორიულ კუთხეებს,ასევე ეცნობიან მათ მდებარეობებს,მოსახლეობის საქმიანობას,ქალაქებს,მდინარეებს. ნახულობენ ისტორიულ ძეგლებს. Aსევე მუშაობენ რუკაზე და არკვევენ თითოეული კუთხის ადგილმდებარეობას. ღრმად განსაზღვრავენ რუკასა და გეგმაზე ჰორიზონტის მხარეებს. გამოარჩევენ შავ ზღვას და კავკასიონს. Iნფორმაციის მოძიების პროცესში მოსწავლეები იხმარებენ ინტერნეტის ქსელში ჩართულ კომპიუტერს, ასევე გამოიყენებენ საქართველოს ფიზიკურ და კულტურულ რუკებს ადგილმდებარეობების განსასაზგვრად და ასევე გლობუსს. მოძიებული ინფორმაციების შემდეგ კი თავად დაათვალიერებენ საქართველოს კუთხეებს,საფუძვლიანად შეისწავლიან მათ. Gაიგებენ მეტ სიახლეებს ვიდრე მათ იცოდნენ, გადაიღებენ ფოტოებს და ამის შემდეგ ახდენენ მათ პრეზენტაციებს, ყოველი ჯგუფი მოახდენს მოძიებული შესაბამისი კუთხის პრეზენტაციას,ასევე გამოიყენებს პროექტის წარსადგენად პროექტორს ყოველი კუთხის პრეზენტაციის დროს. Pრეზენტაციის შემდეგ ხდება პროექტის შეჯამება თუU რამდენად კარგად გაართვეს ტავი მოსწავლეებმა დავალებებს. Pროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები ისწავლიან საქართველოს კუთხეებს,ისტორიებს რომელიც ძალზე საინტერესოა და მნიშვნელოვანია საქართველოსი მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის. შემდეგ კი ხდება თითოეული ჯგუფის პროექტის შეფასება.